„არა ჩადებას“ - პოლიცია აქციას შეუერთდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. „არა ჩადებას“ - პოლიცია აქციას შეუერთდა

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ მიმართულ აქციას და Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ჰეშთეგით „არა ჩადებას“.

Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „არა ჩადებას“, განუცხადეს: „ამით ყველაფერი ვთქვით, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვისთვის როგორ… ვეწინააღმდეგებით „ჩადებას“. 

 

 

შსს-ს აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. ამით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა.

პოსტმა სოციალური ქსელები ააფეთქა და 40 წუთში 385 ლაიკი და 365 გადაზიარება მოაგროვა.

ბევრ მომხმარებელს უკვირდა, რატომ გამოაქვეყნა შსს-მ ეს პოსტი.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ყველა ერთისთვის“ – თბილისში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„უეჭველი შსს-ს გვერდი გატეხეს“, „თავის თავს ეწინააღმდეგებიან“, „ჯერ 4 საათია, გახარიამ სად მოასწრო დალევა“, — ასეთ ვარაუდებს გამოთქვამდნენ მომხმარებლები.

ჰეშთეგი „არა ჩადებას“ აქტიურად გამოიყენება ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდასაჭერად, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთის 8 წლით პატიმრობა შეეფარდა.

განაჩენის მიზეზი გახდა 45 აბი „სუბუტექსი“, რომელიც მსახიობს აღმოაჩნდა. „ბახალას“ მეგობრები და ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკები მას პოლიციელებმა ჩაუდეს. ამის დასამტკიცებლად ისინი საქმის მასალებს იშველიებენ, რომლებშიც მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არსებობს. იმის შესახებ, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს, თავად მსახიობიც საუბრობს.


ყველა ახალი ამბავი
0