სააკაშვილის არჩევანი – ყველაფერი ან არაფერი

© AFP 2024 / Genya SAVILOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპორტაცია მხოლოდ სამუშაოს მაძიებელი ქართველების ბედი არ ყოფილა. რეადმისიის ხელშეკრულება გუშინ ბრწყინვალედ გამოიყენა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან პოლონეთში გააძევა...

სიმბოლურია სააკაშვილის ხელუხლებელი ლიმონიანი ჩაი და სულგუნის სიყვარული, რომელზეც თბილისში ალბათ კიდევ დიდხანს იქილიკებენ მისი მტრები. თუმცა, ერთი რამ ცხადია — თურმე დალაგებულ ევროპულ ქვეყანაშიც შეიძლება გააძევო ადამიანი, რომელიც არეული და ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინისკენ მიილტვის. ამ ულამაზეს და უმდიდრეს ქვეყანას ახლა თავისი გასჭირვებია. შესაძლოა, მისი საზოგადოების ნაწილს მაინც სჯერა, რომ სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია, მაგრამ ისიც არაჩვეულებრივად გვესმის, როგორ დასრულდა მისი მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით — სისასტიკით, საზოგადოების დიდი ნაწილის მტრებად გამოცხადებით და გადატენილი ციხეებით…

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინიდან ჩარტერული რეისით პოლონეთში გაფრინდა

რადიკალიზმი სახელმწიფოებს ანგრევს, თუ, რა თქმა უნდა, ის კარგად გაცნობიერებულ აღმშენებლობის გეგმასთან არ არის შეჯერებული.

ისტორიამ იცის პრეზიდენტები, რომლებიც გადადგნენ და შემდეგ ისევ გააგრძელეს ცხოვრება და მოღვაწეობა. გადადგომის შემდეგ შექმნა ვაცლავ ჰაველმა შესანიშნავი ნაწარმოებები, ბედნიერად ცხოვრობს ლეხ ვალენსა, მოღვაწეობა გააგრძელა უინსტონ ჩერჩილმა… კიდევ ბევრი პოზიტიური ლიდერის მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა მსოფლიო ისტორიიდან და სააკაშვილს, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა მოვიდა ხელისუფლებაში და დიდი ხნის განმავლობაში მართა საქართველო, ფიქრობდნენ, ეყოფოდა ძალა და პრაგმატული მოსაზრება, ცოტა ხნით მაინც გარიდებოდა პოლიტიკას და სხვა სფეროში ეცადა ბედი. ეჭვი არავის ეპარება, რომ მას გავლენიანი მფარველების წყალობით ევროპისა და ამერიკის უამრავ სასწავლო დაწესებულებაში შეეძლო წაეკითხა ლექციები უამრავ საინტერესო თემაზე, ბოლოს და ბოლოს, ეამბა საკუთარი გამოცდილების შესახებ, მაგრამ – არა, ის მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყოს, მასზე უნდა საუბრობდეს მსოფლიოს პრესა…

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა მხარდამჭერებს პოლონეთიდან სიმშვიდისკენ მოუწოდა

არ დაგიმალავთ, უსიამოვნო სანახავია, როცა შენი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს რესტორანში იატაკზე გართხმულს ხედავ. „ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ უარესი — საქართველოსთვის“, — ასე აფასებს ერთ-ერთი მისი მეგობარი პოლიტიკოსი მაიკლ კარპენტერი სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციას.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოში მის ჩამოყვანას არ მიესალმებოდნენ. იმავე მიზეზით, რატომაც აღარ სურდა პოროშენკოს მუდმივი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დაკავება რესტორანში: ინტერნეტით ვიდეოკადრები ვრცელდება
დაძაბულობის კერის ქონა კიევის ცენტრში. სახელმწიფოებში მუდმივად არსებობს განაწყენებული ხალხის დიდი მასა, რომელთაც ოპოზიციური ძალები აიყოლიებენ. თუმცა, თუ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარი ძალებით არ ებრძვის კორუფციას უკრაინასა და საქართველოში, მისი მფარველები უნდა მიხვდნენ, რომ ის ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს და მისგან გმირის გამოძერწვა ძალიან ძნელი იქნება. 

მავრმა თავისი როლი შეასრულა, მავრი დიდი პოლიტიკური ავანსცენიდან უნდა წავიდეს! 

 

რედაცია შესაძლო არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0