სააკაშვილმა მხარდამჭერებს პოლონეთიდან სიმშვიდისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდან ის უკრაინაში გასული შემოდგომით შეიჭრა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ხელისუფლებას სიმართლით უპასუხონ.

„ჩვენ ამაზე საკმაოდ მშვიდი რეაქცია უნდა გვქონდეს, მათ სისუტეს სულის სიმტკიცით ვუპასუხოთ, მათ ტყუილს სიმართლით ვუპასუხოთ, ჩვენ მართლები ვართ. ეს არის მეწვრილმანე, იაფფასიანი მატყუარა პოროშენკო, ის არ არის პრეზიდენტი, ის მამაკაციც არ არის, ეს არის უნამუსო ვაჭარი, რომელსაც უკრაინის დაღუპვა უნდა“, — განაცხადა სააკაშვილმა თავის თანამოაზრე დავით საყვარელიძესთან სატელეფონო საუბრისას, რომლის ტრანსლაციას უკრაინული ტელეარხები ახორციელებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინიდან ჩარტერული რეისით პოლონეთში გაფრინდა

მისი თქმით, მის მიმართ განხორციელებული ქმედებები „ხელისუფლების სისუსტეს“ აჩვენებს.

სააკაშვილს უკრაინაში ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის გუნდმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვისგან 500 000 აშშ დოლარი მიიღო კიევში საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომლებიც, პროკურატურის თქმით, „სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“ ემსახურება.

საქართველომ უკრაინას მისი ექსტრადირების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. დღეისათვის მას არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეობა არ გააჩნია.


ყველა ახალი ამბავი
0