ბასილაშვილი ნიუ-იორკში АТР-ს ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა

© photo: Nikoloz Basilashvili / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე ფინალამდე მივიდა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (61) ისრაელის წარმომადგენელთან დუდი სელასთან (100) ორ სეტში დამარცხდა — 4:6, 4:6 ნიუ-იორკში სერია АТР 250-ის ტურნირის პირველივე რაუნდში, რომელშიც გასულ წელს ფინალამდეც კი მიაღწია.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი სენსაციასთან ახლოს იყო, მაგრამ Australian Open-ზე დამარცხდა

ბასილაშვილმა, რომელიც ერთი კვირის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ასპარეზობდა და ორივე შეხვედრა წააგო, ალბათ, ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა.

სელას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქართველი ჩოგბურთელის ძირითადი პრობლემა მისი მეორე ჩაწოდება გახდა, რომელზეც ბასილაშვილმა ბურთების მხოლოდ 31% მოიგო. შედარებისთვის — მისი მოწინააღმდეგის ანალოგიური მაჩვენებელი 73% იყო. ასეთმა სუსტმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ 32 წლის სელამ ხუთი ბრეიკის გაკეთება შეძლო, რამაც მატჩში საერთო წარმატება მოუტანა.

შემდეგ რაუნდში სელა ამერიკელ ფრენსის ტიაფოს (98) დაუპირისპირდება, რომელმაც სამ სეტში 4:6, 6:4, 6:2 თანამემამულე სებასტიან კორდას სძლია.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან გასული წლის წინანდელი შედეგის გამეორება ვერ მოახერხა, ამიტომ მსოფლიო რეიტინგში პოზიციის აშკარა გაუარესება ელოდება. ამ მომენტისთვის АТР-ს live-რეიტინგში ბასილაშვილი 75-ე პოზიციაზეა.

ყველა ახალი ამბავი
0