ბაკურიანი სკი-კროსში (Ski Cross) საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

© photo: Mountain Resorts of Georgia / FBზამთრის კურორტი ბაკურიანი
ზამთრის კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე არ წასულან, შეჯიბრებებს ბაკურიანში გამართავენ

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სათხილამურო კურორტი ბაკურიანი სკი-კროსში (Ski Cross) საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც სათხილამური სპორტის საერტაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით 16-17 თებერვალის გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ტურნირში მონაწილეობა დაადასტურეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში ასევე 8 ქართველი მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. 

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში PeakStationCamp-ის ბანაკი სნოუბორდინგის ვარსკვლავებს შეკრებს

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ჩატარებულ შეჯიბრში მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

შეჯიბრება სკი-კროსში დიდველის პირველ ტრასაზე გაიმართება. დისტანციის სიგრძე 915 მეტრია, სტარტის წერტილი ზღვის დონიდან 2 163 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო ვერტიკალური ვარდნა 127 მეტრს შეადგენს.

სკი-კროსი — სათხილამურო სპორტის სახეობაა, რომელიც ფრისტაილის დისციპლინას წარმოადგენს. შეჯიბრებები სპეციალურად მომზადებულ სამთო-სათხილამურო ტრასებზე ტარდება. ფინალურ რბოლაში სტრატს ერთდროულად ოთხი მოთხილამურე იღებს, ტრასას სხვადასხვა ვირაჟებისა და ტრამპლინების გადალახვით გადის.  თითოეული მათგანი ცდილობს სხვებს გაუსწროს და ფინიშზე პირველი მივიდეს. 2010 წლიდან სკი-კროსი სპორტის ოლიმიური სახეობა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0