გუდაურში PeakStationCamp-ის ბანაკი სნოუბორდინგის ვარსკვლავებს შეკრებს

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პირველ PeakStationCamp-ზე პროფესიონალი და დამწყები სნოუბორდისტები და მოთხილამურეები ჩამოვლენ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში 3-10 მარტის პერიოდში ბანაკი PeakStationCamp-ი გაიმართება, სადაც სტუმრები ჩამოვლენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

მონაწილეებს ელოდებათ მასტერ-კლასები, ლექციები, ფრირაიდი და ულიმიტო ქართული სტუმართმოყვარეობა, იუწყებიან ორგანიზატორები. სპეციალურად PeakStationCamp-სთვის იგეგმება საქართველოში თანამედროვე თოვლის პარკის მშენებლობა. სნოუბორდის ვარსკვლავები არა მარტო შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ახალბედებს დათოვლილი მწვერვალების დაპყრობას შეასწავლიან.

„დღეს გუდაური — საუკეთესო ზამთრის კურორტია საქართველოში. კემპი — საუკეთესო საშუალებაა შენთვის სასრიალოდ ახალი ადგილი აღმოაჩინო. ყველა ერთ სივრცეშია შეკრებილი, ცეკვავენ, ეცნობიან ერთმანეთს და მხიარულად გაჰყავთ დრო მთის მცხუნვარე მზის ფონზე. ველით სნოუბორდისტებსა და მოთხილამურეებს, პროფებსა და დამწყებებს, მათ, ვინც პარკში არარეალურ სტილს აჩვენებს ან საცეკვაო მოედანზე ცეცხლს დაანთებს", — განაცხადა PeakStationCamp-ის ორგანიზატორმა ქრისტინა გონჩაროვამ.

გუდაური - Sputnik საქართველო
Bloomberg–ი სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გუდაურში ეპატიჟება

ბანაკის სტუმრები იხილავენ საჩვენებელ გამოსვლებს, შოუ-პროგრამებს, მასტერ-კლასებს. PeakStationCamp-ზე პროფესიონალურ შეჯიბრებებს ჩაატარებენ სნოუბორდისტები იგორ კულაკოვი, დმიტრი რაჩილინი, მარია რიბენკოვა, ასევე რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები ნიკიტა ავტანეევი, ვლად ხადარინი და მოთხილამურეები ოლეგ გუჩი, გრიგორი ფუზეევი და არკადი კაზაკოვი.

PeakStationCamp-ი — ეს არის საშუალება მოყვარულებისა და პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრების, გაცნობის, საკუთარი ძალების მოსინჯვის, რაღაც ახლის შესწავლისა და სასიამოვნოდ დროის გატარებისთვის. კემპის ყველა მონაწილეს წვდომა ექნება სნოუპარკზე, გარდა ამისა, საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს ყველა აქტივობაში და, ამასთან, კურორტის სასტუმროებსა და ჰოსტელებში სპეციალური პირობებით ისარგებლოს. ღონისძიების ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

გუდაური საქართველოს ზამთრის კურორტებისგან ერთ–ერთი თანამედროვე და განვითარებულია, რომელიც უცხოელ ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუდაურში 22 სათხილამურო ტრასა და 16 საბაგირო გზაა.

გუდაურთან ერთად საქართველოში სამი ზამთრის კურორტია – ბაკურიანი, მესტია და გოდერძი.

ყველა ახალი ამბავი
0