თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივი მოსახლეობა საბავშვო ბაღის დახურვას აპროტესტებს, რომელშიც 30-მდე აღსაზრდელი სწავლობს.
შენობა, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული, დაყადაღებულია და ეს შენობა უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს.
აქციის მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი შეხვდა.
როგორც ელისო კვიკვინიამ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, აღნიშნული შენობა არ აკმაყოფილებს პირობებს.
მან განმარტა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიულ შენობას დაიქირავებს ან აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანენ.