ოზურგეთში საბავშვო ბაღები დროებით დაიკეტა

გამოწერა
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში, რომლებშიც აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია, გათბობა ბუნებრივ აირზე მუშაობს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ოზურგეთის რვავე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, რადგან ცენტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ოზურგეთის რაიონის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, ავთო მექვაბიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ავარიული საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობა შეჩერდა

ამავე მიზეზით დაიკეტა კიდევ ოზურგეთის რაიონის 29 საბავშვო ბაღიდან ექვსი.

„სასწავლო პროცესი 7 თებერვალს აღდგება — მაშინვე, როგორც კი სარემონტო სამუშაოები დასრულდება", — განაცხადა მექვაბიშვილმა.

ამ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0