თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობა შეჩერდა

© courtesy of Kakha Kaladzeავარიული საბავშვო ბაღი
ავარიული საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღები შენობების ცუდი ტექნიკური მდგომარეობის გამო იკეტება

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი საექსპერტო დასკვნის მომზადებამდე შეჩერდა, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

საუბარია ახალ საბავშვო ბაღებზე, რომლებსაც ზუგდიდის ქუჩის №3-ში და ნუცუბიძის მეოოთხე მიკრორაიონში აშენებენ. სამუშაოებს კომპანია „გიკო“ აწარმოებს.

Мэр Тбилиси Кахи Каладзе осматривает новый регбийный стадион - Sputnik საქართველო
კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის ხარვეზები გახდა, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურმა ამავე კომპანიის მიერ აშენებულ N33-ე ბაგა-ბაღში აღმოაჩინა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საბავშვო ბაღი №33 ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბერში ჩაბარდა. სამ თვეში კედლებსა და ჭერზე გაჩნდა ბზარები. აღნიშნული პრობლემა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა.

მანამდე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობაზე შემოწმება დაიწყო, გამონაკლისი იყო ის ბაღები, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშენდა. ამჟამად ექსპერტებმა ყველა ის შენობა შეისწავლეს, რომელთა მდგომარეობა ეჭვს იწვევდა. იანვარში ოთხი საბავშვო ბაღი დაკეტეს.


ყველა ახალი ამბავი
0