კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

© FB / Tbilisi City HallМэр Тбилиси Кахи Каладзе осматривает новый регбийный стадион
Мэр Тбилиси Кахи Каладзе осматривает новый регбийный стадион - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის მაისში აშენებულ რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე თითქმის 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას შეურაცხმყოფელი უწოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
კალაძე – სიტყვის კაცი

კახა კალაძემ დაათვალიერა გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, და იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. მერი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და შპს „საბა კონსტრაქშენისგან", რომელმაც სამუშაოები ჩაატარა, ხარვეზების აღმოფხვრა მოითხოვა.

„სავარჯიშო კომპლექსი გასული წლის მაისში გაიხსნა, 7 მილიონი დაიხარჯა სამუშაოებში და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო″, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კომპანიას ხარვეზების გამოსწორება დაევალება, ამასთან ერთად არ გამოირიცხება მისი დაჯარიმებაც.

„რაც არის გასაკეთებელი, თვალს არაფერზე დავხუჭავ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. კატეგორიულად მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც ვნახეთ. ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და არა „ჰარი-ჰარალეზე", — აღნიშნა მერმა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს "საბა კონსტრაქშენს" დაუკვეთა. კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდა. სპორტული ბაზა 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი და 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 6 932 650 ლარით განისაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0