ტყვიის გავრცელება ჰაერში: მთავრობის მომავალი ნაბიჯები

© Sputnik / Alexander Imedashviliშავი ჯიპი პარკინგზე
შავი ჯიპი პარკინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურმა შემოიღო ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერში ტყვიის შემცველობას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

2017 წლის მუშაობის შეჯამებისას და 2018 წლის გეგმებზე საუბრისას, სერგეენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს დროს გახდება ცნობილი, როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ბრძოლას ტყვიასთან, როგორც უწყების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია ადამიანების, მათ შორის მავშვების სისხლში ტყვიის მომატებული შემცვველობის შესახებ.

„მთავრობის წინა სხდომაზე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“, — განაცხადა სერგეენკომ.

ქართული სუნელები ბაზარში - Sputnik საქართველო
ფიზიკურ პირებს ქართული სანელებლების დამზადება და გაყიდვა აეკრძალათ

მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად აღნიშნული პრობლემის კვლევა ჩატარდება.

სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის გაზრდის დროს მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება იშვიათად დგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტაქტიკის მიხედვით, პაციენტი მოწამვლის წყაროს უნდა მოშორდეს.

„რამდენადაც მე ვიცი, მსოფლიოში ძალიან ცოტა რაოდენობით ჩატარებულა მკურნალობა, რადგან ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება — უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია“, — განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ტყვიის რაოდენობის გაზრდა მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, მიიჩნეოდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და მოხმარებიდან ეთილირებული ბენზინი ამოიღეს, ტყვიის პრობლემა გადაჭრეს. თუმცა, 2017 წელს ჯანმო-ში აღნიშნულ თემაზე დიდი სემინარი ჩატარდა და გაირკვა, რომ ტყვიის შემცველობის კუთხით არცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ ტყვიას აქვს თვისება ათწლეულების განმავლობაში დაგროვდეს ნიადაგში და შეინარჩუნოს მავნე თვისებები. სწორედ ამიტომ 2016 წელს ჯანმო-ში ტყვიასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგია შეიმუშავა.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
ტოქსიკური ლითონი ბავშვების სისხლში - დამალეს თუ არა საქართველოში კვლევის შედეგები

„თუკი ინტერაქტიულ რუკაზე შეხვალთ, ერთ-ერთი ეტალონურად სუფთა ქალაქში, როგორიც არის ვენა, დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ ორ წერტილს ნახავთ ქალაქის ცენტრში, როდესაც ტყვიის შემცველობა არის მაღალი“, — განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ტყვიას, ის მცირე რაოდენობით ადამიანის ორგანიზმს არ ვნებს, თუმცა მისი მაღალი შემცველობა სისხლში და თან დიდი ხნის განმავლობაში — ორგანიზმს წამლავს. ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0