ეკა შალამბერიძის ფერწერად ქცეული თბილისური მოგონებები

© Photo: courtesy of Eka Shalamberidzeეკა შალამბერიძე
ეკა შალამბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანი ყველაზე ძვირფას მოგონებებს მეხსიერებაში ინახავს. ფოტოებზე შეჩერებული კადრები კონკრეტულ ამბებს გვახსენებს. ისინი კი, ვისაც ხელოვნებასთან აქვს შეხება, ძვირფას მოგონებებს ფერწერად აქცევენ და ამით მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო ხაზგასმული და ამაღლებული ხდება.

თბილისელი მხატვრის, ეკა შალამბერიძის ნახატებში მისი ბავშვობისდროინდელი თბილისური მოგონებები და შეგრძნებებია.

© Photo: Courtesy of Eka Shalamberidzeეკა შალამბერიძე
ეკა შალამბერიძე - Sputnik საქართველო
ეკა შალამბერიძე

- ქალბატონო ეკა, თქვენს ნახატებში ბევრი რამაა ისეთი, რაც დღეს გვაკლია და გვენატრება…

— ბავშვობიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. შემდეგ  სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ასე რომ, სულ ხატვასთან ვასოცირდები. ხელოვნების სკოლაშიც ვასწავლიდი, რაღაც პერიოდი გაჩერებული ვიყავი და აღარ ვხატავდი. მერე ისევ დავუბრუნდი, იმიტომ, რომ ხატვის გარშე ცხოვრება არ შემიძლია. გამოფენა ხელოვნების სკოლაში სწავლის პერიოდში მქონდა. მერე თბილისში  არეული სიტუაცია იყო და მეც დიდი ხანი აღარ დამიხატავს.

© Photo: Courtesy of Eka Shalamberidzeეკა შალამბერიძის შემოქმედება
ეკა შალამბერიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ეკა შალამბერიძის შემოქმედება

- დღეს მხატვრების ნაკლებობას არ ვუჩივით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დღეს ხელოვნებაში რის დეფიციტია?

— დღეს ხელოვნებაში გულწრფელობა გვაკლია, რადგან უკვე ბევრია ეპატაჟი, ბევრია ისეთი რამ, რაც ხელოვნურად, მხოლოდ ყურადღების მისაქცევად კეთდება. ამ დროში ხომ მთავარი ყურადღების ცენტრში ყოფნაა და რა გზით ახერხებ ამას, ეს არ აინტერესებთ. მე მსგავსი რამ მართლა არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ხატვა გულწრფელად მინდა. ჩემი ნამუშევრები თითო ოროლა დავდე სოციალურ ქსელებში, მომავალში, შესაძლოა, უფრო ბევრი დავდო. მახარებს ის ამბავი, რომ კომენტარებში ადამიანები თბილად ეფერებიან იმ ქალაქს, რაც ჩემს ნახატებშია და ეს ფაქტი ბევრისმთქმელია…

© Photo: Courtesy of Eka Shalamberidzeეკა შალამბერიძის შემოქმედება
ეკა შალამბერიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ეკა შალამბერიძის შემოქმედება

- როგორ გეხმარებათ ცხოვრებაში თქვენს მიერ ნახატებში გაცოცხლებული თბილისი?

— ბავშვობაში ვერაზე ვცხოვრობდი, მერე საბურთალოზე გადმოვედით. ბავშვობის დრო სულ თან მომყვება და ძველ უბანთან სულიერი კავშირი ისევ მაქვს. ჩემი ბავშვობა იქ დარჩა და შეიძლება ითქვას, რომ მეც სულ „იქ ვარ“… ძველი თბილისი ჩემი შემოქმედების შთაგონების და აღფრთოვანების  წყაროა. ამ ქაოსიდან რომ უყურებ იმ დროს და ქალაქს, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში… მე გოგებაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ბავშვობიდან რაც დამამახსოვრდა, ეს იყო ერთი მამაკაცი მხატვარი, რომელიც საღებავებს თვითონ აკეთებდა. მახსოვს, ის ამისთვის კაკლის ნაჭუჭებს ხარშავდა და ფერებსაც იღებდა. ეს შთაბეჭდილება იქიდან მომყვება.

© Photo: Courtesy of Eka Shalamberidzeეკა შალამბერიძის შემოქმედება
ეკა შალამბერიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ეკა შალამბერიძის შემოქმედება

- შეგიძლიათ ახლა რომელიმე თქვენი ნახატი „მოგვიყვეთ“?

— კი, ბატონო… ერთს „მოგიყვებით“-ეს ვეძისია, თოვლიანი თბილისი ისედაც იშვიათობაა, თან როცა ახალ წელს ემთხვევა, საერთოდ ბედნიერებაა… ქალაქი ძალიან მომეწონა მაშინ და დავხატე, თუმცა მივხვდი, რომ მაინც არ იყო ის, რაც მინდოდა. მერე ხან დამავიწყდა, ხან გამახსენდა, სანამ, ერთ დღესაც უბრალოდ არ მივხვდი, რატომ მიყვარდა ასე ძალიან ეს პეიზაჟი. ის ჩემი შვილის ბავშვობას მახსენებს და იმ დროსთან მაკავშირებს და სანამ ამ განცდით არ დავხატე, არ გამომივიდა. ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემმა ფეის-მეგობრებმა ზუსტად ეს დაინახეს, რომ ეს წარსულთან კავშირია, რაღაც დიდი სითბოს, სიყვარულის განცდა, რომ აქ, ამ გარემოში რაღაც კარგი ხდება… არაჩვეულებრივია, როცა სიტყვები არ სჭირდება ნახატს და ისე იტყვის სათქმელს… თუკი ხელოვნების განმარტებას მთხოვთ, ასე ვიტყვი: ნამდვილი ხელოვნება ადამიანის სულის გამოხატულებაა, ყველაფერი ის, რაც ადამიანშია მატერიის გარდა-ნამდვილი ხელოვნებაა…

ყველა ახალი ამბავი
0