საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასზე კვლავ დამარცხდა

© FB / Teniski savez Srbijeფედერაციის თასი ესტონეთში
ფედერაციის თასი ესტონეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი ქალები შაბათს ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები სერბეთის გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა ფედერაციის თასზე, რომლის მატჩები ამ დღეებში ესტონეთში მიმდინარეობს, და ახლა ევრო-აფრიკულ პირველ ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ტალინის „საჩოგბურთო ცენტრის“ კორტებზე მეორე სათამაშო დღის პროგრამა გახსნეს სოფია შაფათავამ (343) და ოლგა დანილოვიჩმა (304). თუ პირველი პარტია მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დანილოვიჩის გამარჯვებით 6:3 დასრულდა, მეორე სეტში შაფათავამ ვერცერთი გეიმი ვერ აიღო და 0:6 დათმო.

ჩოგბურთი, მაროკო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები დევისის თასზე მაროკოსთან დამარცხდა

ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა ეკატერინე გორგოძეს (326), განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა დეანა რადანოვიჩს (264) პირველი სეტი ანგარიშით 6:2 მოუგო. თუმცა, მეორე პარტიის ბოლოს სერბმა ჩოგბურთელმა ბრეიკი გააკეთა და სეტი ანგარიშით 7:5 მოიგო. მესამე, გადამწყვეტ პარტიაში, უფრო ძლიერი რადანოვიჩი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიშით 6:4 მოიგო და სერბეთს მატჩში მოგება მოუტანა.

წყვილების შეხვედრაში, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოხდენდა, მარიამ ბოლქვაძემ სოფია შაფათავასთან ერთად ოლგა დანილოვიჩ-ბოიანა მარკოვიჩის წყვილს ანგარიშით 6:7, 7:6, 6:3 მოუგეს.

ამ გამარჯვების წყალობით სერბეთმა ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა, ქართველ ჩოგბურთელებს ამ ჯგუფში დარჩენის უფლებისთვის 10 თებერვალს ავსტრიის გუნდთან შეხვდრა მოუწევთ. წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჩამოქვეითდება და შემდგომ სეზონს მეორე ჯგუფში ჩაატარებს.


ყველა ახალი ამბავი
0