საქართველოს ნაკრები დევისის თასზე მაროკოსთან დამარცხდა

© FB / Georgian Tennis Federationჩოგბურთი, მაროკო
ჩოგბურთი, მაროკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელები ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასის ტურნირის მეორე ევრო-აფრიკულ ჯგუფში ჩატარებული მატჩი, რომელიც მარაკეშში გაიმართა, მაროკოს გუნდთან ანგარიშით 1:3 წააგო.

„სამეფო საჩოგბურთო კლუბის" კორტებზე გამართული ტურნირის პირველი დღის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელებმა მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 0:2 დათმეს, რამდენადაც გიორგი ცივაძე (1082 ჩოგანი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (47 ჩოგანი) ლამინ უაჰაბთან (591) და ამინ აჰუდასთან (698) ორთაბრძოლაში დამარცხდნენ.

მატჩის მეორე დღეს ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილმა ლამინ უაჰაბი-იასინ ინდბარეკის წყვილს სამ სეტში (7:6, 4:6, 6:2) ანგარიშით 1:2 მოუგო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ორი დღის განმავლობაში ჩატარებულმა ორმა მატჩმა ისე ძლიერ დაღალა საქართველოს ნაკრების ლიდერი, რომ ბასილაშვილმა უაჰაბს ორ პარტიაში 1:6, 3:6 დაუთმო.

ამჯერად საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგის გუნდთან აქვს შეხვედრა, რომელიც რუმინეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

დევისის თასის მოქმედი მფლობელია საფრანგეთის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0