რა უნდა ძროხას ქალაქში - ზუგდიდის საკრებულოს ინიციატივა

CC BY-SA 2.0 / Martin Cathrae / Pet Cowძროხა საძოვარზე
ძროხა საძოვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის ქუჩებში მოსეირნე პირუტყვის მესაკუთრეები 100 ლარით დაჯარიმდებიან

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მყოფი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მესაკუთრე 100 ლარით დაჯარიმდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: თბილისში უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს

„ჯარიმის გადახდის დაყოვნების შემთხვევაში მეპატრონეს დამატებით 50 ლარი ექნება გადასახდელი. თუ მესაკუთრე 5 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, პირუტყვი გაიყიდება“, — თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ ჭეჟიამ.

პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანაზე პასუხისმგებელია „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“.

ზუგდიდის ცენტრში, მათ შორის დადიანების სასახლის ეზოში სხვადასხვა პირუტყვი ხშირად შედის.


ყველა ახალი ამბავი
0