ფინანსთა სამინისტრო: „ბადაგონში“ ჩხრეკა არ ჩატარებულა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კომპანია „ბადაგონის“ ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქართულ ღვინის კომპანია „ბადაგონში“ ჩხრეკა ან მისი საქმიანობის შეზღუდვა არ ყოფილა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო ღონისძიებები, განაცხადა ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გოდერძიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია „ბადაგონის“ ოფისში სისხლის სამართლის საქმის ფარგებში, რომელიც „ბადაგონის" წილების უკანონო მითვისებას უკავშირდება, საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანია Grakoro trading limited-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართვა. Grakoro ადრე „ბადაგონის" 100-პროცენტიან წილს ფლობდა. Grakoro-ს აქციების 81% რუსეთის მოქალაქე გივი ეზუგბაიას ეკუთვნის.

„ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ბადაგონში არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება — ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე, რა დროსაც კომპანია ბადაგონის წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია“, — განაცხადა გოდერძიშვილმა.

ჯორჯ დე სილვა პორტუგალიიდან - Sputnik საქართველო
ვინ გადააგდეს „ბადაგონში“ - ღვინის კომპანიაში ვითარება დაიძაბა

მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმდებებს შპს „ბადაგონის“ საქმიანობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

„გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების,  საქმიანობის შეფერხების  და ყადაღის დადების შესახებ  სიცრუეა“, — ხაზგასმით აღნიშნა გოდერძიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ  საქმეზე  ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას დაობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

„მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს „ბადაგონიდან“ 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს ბადაგონის სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე)“, — განაცხადა გოდერძიშვილმა.

Badagoni-ს ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.

„საგამოძიებო სამსახურის საქმინობა ორიენტირებულია სახელმწიფოს, მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესის დაცვაზე“, — განაცხადა გოდერძიშვილმა.

ავტომობილები საცობში - Sputnik საქართველო
შეთქმულება თუ ბიზნესი – საქართველოს კონკურენციის სააგენტო ექვს კომპანიას შეისწავლის

კომპანია „ბადაგონის“ ამჟამინდელი მფლობელია გიორგი სალაყაია. კომპანია Grakoro tradnig limited-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სალაყაიასთან არსებობდა ზეპირი შეთანხმება იმისა შესახებ, რომ მასზე დროებით გადაფორმდებოდა „ბადაგონის“ წილები (თავიდან 10%, შემდეგ კი 50%), რათა მან, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ბანკში კრედიტის აღება შეძლოს. „ბადაგონში“ ფინანსური რესურსების მწვავე საჭიროება 2014 წლის ბოლოს — 2015 წლის დასაწყისში შეიქმნა, განმარტეს Grakoro-ში.

„ბადაგონს“ კრედიტი მას შემდეგ დასჭირდა, რაც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორს — ვლადიმეს ჯანჯღავას, რომელიც გივი ეზუგბაიას სიძეა, ფინანსური სირთულეები შეექმნა და მას თანხების გამოყოფა აღარ შეეძლო. 2003 წლიდან 10 წლის განმავლობაში ჯანჯღავამ „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი სალაყაიამ მანამდე განაცხადა, რომ ჯანჯღავას მისთვის წილების წართმევა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ Grakoro trading limited-თან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

Grakoro-ს წარმომადგენლებმა სალაყაიას არაერთხელ მიმართეს წილების დაბრუნების თხოვნით, მაგრამ ის კატეგორიული წინააღმდეგია.

თავის დროზე სალაყაია იყო მენეჯერი, ახლა კი „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელია.


ყველა ახალი ამბავი
0