ვინ გადააგდეს „ბადაგონში“ - ღვინის კომპანიაში ვითარება დაიძაბა

© Sputnik / Agnes Papazianჯორჯ დე სილვა პორტუგალიიდან
ჯორჯ დე სილვა პორტუგალიიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია Grakoro tradnig limited-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ღვინის კომპაბია „ბადაგონის“ წილები გიორგი სალაყაიას დროებით გადაუფორმეს, ახლი კი ის მათ დაბრუნებაზე უარს აცხადებს

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის კომპანია „ბადაგონის“ ამჟამინდელი მფლობელი გიორგი სალაყაია უარს აცხადებს იმ წილების დაბრუნებაზე, რომლებიც მას კომპანია Grakoro tradnig limited-მა ბანკში კრედიტის აღების მიზნით გადაუფორმა, ამტკიცებენ Grakoro-ს წარმომადგნლები.

ოთხშაბათს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისში ჩხრეკა დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის ფარგებში, რომელიც „ბადაგონის" წილების უკანონო მითვისებას უკავშირდება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანია Grakoro trading limited-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართვა. Grakoro ადრე „ბადაგონის" 100-პროცენტიან წილს ფლობდა. Grakoro-ს აქციების 81% რუსეთის მოქალაქე გივი ეზუგბაიას ეკუთვნის.

„საჭირო იყო ბიზნესში ქართველი პარტნიორის მონაწილეობის ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკები კრედიტს არ იძლეოდნენ. ამგვარად, Grakoro-ში ოფიციალურად გაფორმდა ბატონ სალაყაიას წილი. შემდეგ საკრედიტო პორტფელის გაზრდასთან ერთად ეს წილი 40%-მდე გაიზარდა. ერთ მომენტში, ეს იყო 2014 წლის ბოლო — 2015 წლის დასაწყისი, ფინანსური რესურსების მწვავე საჭიროება შეიქმნა, და შიდა დაფინანსების მოზიდვის მიზნით სალაყაიაზე ჯერ 10%, შემდეგ კი 50% გაფორმდა“, — განაცხადა თემურ უბილავამ პრესკონფერენციაზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ჩხრეკა ღვინის კომპანია „ბადაგონში" - საქმეში ბიზნეს-ომბუდსმენი ჩაერთო

უბილავას თქმით, სალაყაიაზე წილების გადაფორმებას წინ უსწრებდა ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც კრედიტი გამოიყოფა და ფინანსური სირთულეები გადალახული იქნება, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. 2016 წელს Grakoro trading limited-ის წარმომადგენლებმა სალაყაიას წილების დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. მან თითქოს განაცხადა, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის და არანაირ გადაფორმებაზე საუბარი არ იქნება.

Grakoro trading limited-ის წარმომადგენლებმა სალაყაიას 2017 წელსაც მიმართეს, მაშინ მათ განუცხადეს, რომ მათ არაფერი ეკუთვნით და რაიმის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

„2017 წელს, როდესაც დავაყენეთ საკითხი, რომ აქციები ჩვენი შეთანხმების თანახმად უნდა გადაფორმდეს, განგვიცხადეს, რომ ყველაფერი ბატონ სალაყაიას ეკუთვნის და რომ ჩვენი ადრეული შეთანხმებების მიხედვით არანაირი აქციები და გადანაწილება ან დაბრუნება არ მოხდება“, — დასასრულს აღნიშნა უგულავამ და განაცხადა, რომ თავად არის „ბადაგონის“ საპატიო პრეზიდენტი.

„ბადაგონს“ კრედიტი მას შემდეგ დასჭირდა, რაც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორს — ვლადიმეს ჯანჯღავას, რომელიც გივი ეზუგბაიას სიძეა, ფინანსური სირთულეები შეექმნა და მას თანხების გამოყოფა აღარ შეეძლო. 2003 წლიდან 10 წლის განმავლობაში ჯანჯღავამ „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი სალაყაიამ მანამდე განაცხადა, რომ ჯანჯღავას მისთვის წილების წართმევა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ Grakoro trading limited-თან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

„საუბარი იმის შესახებ, რომ ჯანჯღავა არაფერ შუაში არ არის, შეცდომაა, რადგან Grakoro-ს უკან ყოველთვის იდგა ჯანჯღავა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ Grakoro-ს აქციების მფლობელები მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ეს დღესაც ასეა. Grakoro-მ საბოლოო ჯამში საქართველოში და კონკრეტულად კომპანია „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა“, — განაცხადა ჯანჯღავას ადვოკატმა იმედა დვალაძემ პრესკონფერენციაზე.

ავტომობილები საცობში - Sputnik საქართველო
შეთქმულება თუ ბიზნესი – საქართველოს კონკურენციის სააგენტო ექვს კომპანიას შეისწავლის

მან დასვა შეკითხვა, როგორ მოხდა, რომ სალაყაია, რომელიც რიგითი მენეჯერი იყო, 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, მაშინ, როდესაც ისინი, ვინც ინვესტიციებს ახორციელებდა, ხელცარიელი დარჩნენ.

Badagoni-ს წილების დაბრუნების შემთხვევაში ჯანჯღავა მის განვითარებას აპირებს.

„ძალიან მინდა განვავიათარო ეს კომპანია. დაბრუნების შემთხვევაში მისი გაყიდვის შესაძლებლობას არ განვიხილავ, რაშიც დარწმუნებული ვარ“, — განაცხადა ჯანჯღავამ, რომელიც რუსეთიდან Skype-ის საშუალებით ჩაერთო.

„ბადაგონის“ ოფისში ჩხრეკა დასრულებულია. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლით („დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0