თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 31 პირი დააკავეს

© REUTERS / Osman Orsalსპეცრაზმის თანამშრომლები სტამბულში
სპეცრაზმის თანამშრომლები სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სტამბოლში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 31 წევრი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

თურქეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
თურქეთში 64 კურსანტსა და პედაგოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა უბანში მდებარე ექვს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu აღნიშნავს, დაპატიმრებული ექსტრემისტები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0