თურქეთში 64 კურსანტსა და პედაგოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

CC0 / Pixabay / თურქეთის სახელმწიფო დროშა
თურქეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაპატიმრებულია 50 ათასი ადამიანი.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო სასწავლებლის 64 პედაგოგსა და კურსანტს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალებს მცდელობაში მონაწილეობის გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

კაფე თურქეთში - Sputnik საქართველო
ახალი ფეტვა თურქეთში: ჭამეთ და სვით მხოლოდ მარჯვენა ხელის გამოყენებით

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარის სასამართლომ ბრალდებული 164 პირიდან ასი უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენი რვა პედაგოგი და 56 კურსანტი კი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ვერტმფრენებით გამოცხადდნენ თურქეთის სამხედრო ძალების გენერალურ შტაბთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა.

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაპატიმრებულია 50 ათასი ადამიანი, სამსახურებიდან გათავისუფლებულია 140 ათასი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის სამხედრო პირები.

ყველა ახალი ამბავი
0