რატომ დააჯარიმეს ტელეკომპანიები „იმედი", „რუსთავი 2" და „იბერია ტვ"

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტელეკომპანიების მიმართ მინიმალური ჯარიმა გამოიყენეს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი", „რუსთავი-2" და „იბერია ტვ" დააჯარიმა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობით, აღნიშნული ტელეკომპანიები „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა.

კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ სპონსორობის წესებისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 14-22 დეკემბერს ჩაატარა.

„მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დადგენილების  „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების" დარღვევის ფაქტები გამოვლინდა", — ნათქვამია განცხადებაში.

ქალბატონი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
აჟიოტაჟი საქართველოს ტელებაზარზე: პროვაიდერებს გადახდა არ სურთ

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტელეკომპანიების მიმართ მინიმალური ჯარიმა გამოიყენეს.

„კომისიამ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის მაქსიმალური 0.5%-ის ოდენობის ნაცვლად 0.1% დააკისრა, რაც „იმედის" შემთხვევაში 25748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"-ის შემთხვევაში 31683 ლარი და „იბერია ტვ"-ს შემთხვევაში 3394 ლარია", — ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებელი გაფრთხილებული იყო, განმეორებითი დარღვევის გამო კი მათ უკვე ფინანსური სანქციები დაეკისრათ.

ყველა ახალი ამბავი
0