ყოფილ ჩინოვნიკს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

© Pixabay / ErikaWittliebციხის მავთულხლართები
ციხის მავთულხლართები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-ჩინოვნიკი სასჯელს თბილისის პრესტიჟულ უბანში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით თაღლითობის გამო მოიხდის

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, ნანა მაისურაძეს, თაღლითობის მცდელობისთვის, შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს

მაისურაძე 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოქალაქეს 50 ათასი აშშ დოლარი გამოართვა იმისთვის, რომ კრწანისის პრესტიჟულ რაიონში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა, ასევე დაჰპირდა აუქციონში გამარჯვებასა და მშენებლობისთვის აუცილებელი პროექტის დამტკიცებაში დახმარებას.

თავდაპირველად მას ბრალად ედებოდა ქრთამის აღება, თუმცა, სასამართლომ ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობით შეცვალა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0