მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ძაგნიძე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლევან ძაგნიძემ და კერძო არქიტექტორმა, ვ. მ.-მ, ერთ-ერთ მოქალაქეს დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე "განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმებას შეპირდნენ და ამისათვის მას, ვითომდა მერიის თანამშრომლისთვის გადასაცემად, 38 000 დოლარი მოსთხოვეს. მოქალაქე ი. ი.-მ ეს თანხა მათ ეტაპობრივად გადასცა.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ძაგნიძესა და ვ. მ.-ს ბრალი წარედგინათ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლით ("სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0