თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. რუსთავის №16–ე საჯარო სკოლაში 14 მოსწავლე მოიწამლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის პირველი გამოძახება დილით დაფიქსირდა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
პირველი გამოძახების დროს სასწრაფო დახმარების ექიმებმა სამედიცინო დახმარება 12–13 წლის ოთხ მოზარდს აღმოუჩინეს. მათ ერთნაირი სიმპტომები ჰქონდათ – ღებინება, საერთო სისუსტე და ტკივილი მუცლის არეში. მოსწავლეების მშობლებმა მოზარდების ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.
შემდეგი გამოძახება დღისით დაფიქსირდა და ანალოგიური სიმპტომები ათ მოსწავლეს აღმოაჩნდა. მშობლებმა ამ შემთხვევაშიც უარი განაცხადეს ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
რა გახდა მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი უცნობია. თავად მოსწავლეები კი მიზეზად წყალს ასახელებენ.