სპორტსმენის გზა „რეზოია პაცანადან“ ფეხბურთის ვარსკვლავობამდე და ლეგენდარული ჯორჯ ბესტი

© photo: Sputnik / G. Akhaladze / გადასვლა მედიაბანკშიძოძუაშვილი
ძოძუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, ფეხბურთი მარტო სპორტის სახეობა კი არა, ცხოვრების წესია, ამიტომ ამ ლოგიკით, კარგი ფეხბურთელი ცუდი პიროვნება ვერ იქნება.

რევაზ ძოძუაშვილი — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც მოედანზე მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ. როგორც თავად გვითხრა, დაახლოებით, 450 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის მსოფლიო და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატები იყო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ბევრი გუნდის, მათ შორის ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს მწვრთნელობდა. 2014 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო პირველად ის, რასაც ფეხბურთის სიყვარული ჰქვია.

© Sputnik / STRINGERგავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი
გავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი - Sputnik საქართველო
გავრილ კაჩალინი და რევაზ ძოძუაშვილი

- ბატონო რევაზ, საიდან მოდის ფეხბურთისადმი თქვენი სიყვარული?

— ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული, ალბათ, ღმერთიდან მოდის. მთელი ჩემი ცხოვრება, უკვე 72 წლის ვარ, მომენტი არ ყოფილა ისეთი, რომ ფეხბურთის გარეშე მეცხოვრა. დღესაც კი, ყველგან და ყოველთვის, სადაც უნდა აღმოვჩნდე — სახლში, გარეთ, სტადიონზე, ფეხბურთს ვეძებ.

- გარდა ამისა, ოჯახმაც ითამაშა თავისი როლი, თქვენი მამაც ფეხბურთელი იყო…

— დიახ, მამა ფეხბურთელი იყო. როცა პატარა ვიყავი, ის მაშინ სტუდენტი იყო, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე ქუთაისიდან ჩამოვყავდი და დიდი ფეხბურთელების თამაშს მაყურებინებდა. ჩემი სიყვარული ფეხბურთისადმი, ვინ იცის, იქნებ, სწორედ მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში? მომავალ თაობას, ვინც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, მინდა ვუთხრა, რომ ფეხბურთს ძალიან ფაქიზად და ასე ვთქვათ, გლადიატორულად უნდა ემსახურო…

- ჩემი აზრით, სიტყვები-ფაქიზი და გლადიატორული ერთმანეთს ვერ ეთავსება და თქვენ რას გულისხმობთ?

— ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. როცა ვთქვი, რომ ფაქიზად გლადიატორულად მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით გათვლილი უნდა იყოს. ფეხბურთი ყველა სპორტზე უფრო მაგარია, რომელიც დისციპლინის დარღვევას არ გპატიობს. ასეთი რამ შეიძლება სპორტის სხვა სახეობის სპორტსმენმაც გითხრათ, მაგრამ მე მაინც ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. რათქმაუნდა,  აქ ღალატი გამორიცხულია. მართალია, ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ თუკი ინდივიდი და ძლიერი პიროვნება არ ხარ, მაშინ გუნდშიც ვერ ივარგებ.

© photo: Sputnik / Dmitriy Donskoyევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბჭოთა კავშირისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მოსკოვში. ცენტრში რევაზ ძოძუაშვილი
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბჭოთა კავშირისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მოსკოვში. ცენტრში რევაზ ძოძუაშვილი - Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბჭოთა კავშირისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მოსკოვში. ცენტრში რევაზ ძოძუაშვილი

- თუ გახსოვთ, სულ რამდენი მატჩი გაქვთ ნათამაშევი?

— თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უმაღლესი ლიგის თამაშებს თუ მეკითხებით, ალბათ 400-მდე ავა, მაგრამ თუკი ამას ამხანაგურ თამაშებს, მსოფლიო დონეზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშებს დავამატებთ, მაშინ, შესაძლოა, ეს რიცხვი 450-ზე ავიდეს.

- ბატონო რევაზ, თქვენ ისეთ ფეხბურთელთან ერთად ითამაშეთ, როგორიცაა საუკუნის ვარსკვლავად აღიარებული ჯორჯ ბესტი…

— დიახ, ამ ამბით დღეს ძალიან ვამაყობ. ჩემი ფეხბურთელობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა 1969 წელს ჩატარებულმა მატჩმა, როცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებთან ვითამაშე. ესენი იყვნენ იმ დროის ევროპის საუკეთესო ფორვარდები: დრაგან ჯაიჩი და ჯორჯ ბესტი. იცით, ეს რას ნიშნავს?— რინგზე რომ გახვიდე და კასიუს კლეის ეჩხუბო. ბესტის მაისური საკმაოდ ძვირადაა შეფასებული. მე კი ასეთი ორი ჩამოვიტანე. ერთი ჩავაბარე ქუთაისის მუზეუმს და მეორე-თბილისის მუზეუმს.

© photo: Sputnik / B. Elinრევაზ ძოძუაშვილი ვარჯიშზე
რევაზ ძოძუაშვილი ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
რევაზ ძოძუაშვილი ვარჯიშზე

- დავუშვათ გაგეყიდათ ისინი, ასეთ დიდ თანხას ჩვენთან გადაიხდიდნენ?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი დიდი თანხის გადამხდელები დღესაც არიან… იცით, რაშია საქმე? ჯერ ერთი, მე ისინი მუზეუმებს არ ჩავაბარე ისე, რომ გინდა თუ არა, თქვენი იყოს მეთქი, როცა მინდა მაშინ წამოვიღებ, მაგრამ მეორე მხრივ, მათ რაც უფრო მეტი ფასი დაედება, უფრო მიხარია, რომ ის ჩემს ქუთაისშია. ამას თავისი ახსნა აქვს: ამ ქალაქმა მე ფეხბურთი და დიდი სიყვარული მაჩუქა, იმის შანსი მომცა, რომ ზუსტად იმ მაისურისთვის მებრძოლა. ამით ამ ქალაქისადმი ჩემი ვალი გადავიხადე.

- ვიცი, რომ ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან…

— ქუთაისში ყველაზე მეტი გულშემატკივარი მყავდა ჩემს ქუჩაზე, რომელიც ბალახვანის უბანშია, სადაც გავიზარდე და სადაც ცოტა მოძველბიჭო ხალხი ცხოვრობდა. სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ სკოლის პერიოდში მოკრივეც ვიყავი. როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდი და სხვადასხვა მაღალი რანგის თამაშებში მივიღე მონაწილეობა, ნებისმიერი ასეთი თამაშის მერე ჩავდიოდი ჩემს ქალაქში, უბნელებს ვხვდებოდი, ვეფერებოდი და ვატყობდი, რომ ჩემს გამო ამაყები ნამდვილად იყვნენ.

© photo: Sputnik / Dmitriy Donskoyსაბჭოთა კავშირის ნაკრები ფეხბურთში, რომლის წევრიც იყო რევაზ ძოძუაშვილი
საბჭოთა კავშირის ნაკრები ფეხბურთში, რომლის წევრიც იყო რევაზ ძოძუაშვილი - Sputnik საქართველო
საბჭოთა კავშირის ნაკრები ფეხბურთში, რომლის წევრიც იყო რევაზ ძოძუაშვილი

- ქუთათურებს საყვარელი ადამიანებისთვის ზედმეტი სახელების შერქმევა უყვართ და თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი…

— კი, ქუთაისში სიყვარულით მეძახდნენ „რეზოია პაცანა“, ალბათ იმის გამო, რომ პატარაობისას მეც „ვპაცნობდი“. ბავშვობაში ყველაფერი გამოვიარე და მათ შორის, პაცნობაც და კარგი ვქენი, რადგან ეგ ცხოვრებისთვის კარგი ყოფილა. შვილიშვილს უკვე ავუხსენი რა განსხვავებაა მათ შორის, რა არის პაცნობა და რა არის ნამდვილი სპორტსმენობა. რა არის კაცობა და როგორ არ უნდა დაკარგოს ღირსება ადამიანმა…

- ბატონო რევაზ, თქვენს დროს სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი ქალი დადიოდა…

— ქალები ახლაც დადიან, რადგან ისინი მინდორზეც თამაშობენ. ქალთა ფეხბურთი დღეს არსებობს და ძალიან ლამაზიც ჩანს, ევროპაში არის გერმანიის, ინგლისის, ჰოლანდიის, დანიის ქალთა ფეხბურთის ნაკრებები. ეგ კი არა, ფეხბურთის თამაში არაბმა ქალებმაც დაიწყეს. დღეს ქალებს აჭიდავებენ და შტანგასაც აწევინებენ. თუკი ქალი შტანგას აწევს, ფეხბურთი რატომ არ უნდა ითამაშოს? ფეხბურთი ისეთი „ნარკოტიკია“, როდესაც ბურთს ფეხს დაარტყამ, ამის მერე, გინდა ქალი იყავი, გინდა კაცი, უკვე ვეღარ მოშორდები…

 

ყველა ახალი ამბავი
0