ევროკავშირის გრანტი - თბილისელი ბიზნესმენების მხარდასაჭერად

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა თბილისის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადასცა, რომელიც დედაქალაქში მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე თბილისის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაზე გრანტის მიმღებთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის მერიას ევროკავშირისგან საზეიმოდ, მემორიალური დაფა გადაეცა. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო.

თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა - Sputnik საქართველო
თბილისის მერი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„მიხარია, რომ თბილისმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიგო, რომელიც დედაქალაქში მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეწარმეები განვითარების, ბრენდირების, მარკეტინგისა თუ იურიდიული მომსახურების მხრივ ხელშეწყობას ნამდვილად საჭიროებენ და აღნიშნული გრანტი სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს“, — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ თბილისის მერიას გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს  ხელს.

„იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტი და გრანტი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოქალაქეების ეკონომიკური პირობების  გაუმჯობესებას შეუწყობს  ხელს“, — განაცხადა კარლო ნატალემ.  

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის მერმა 2018 წლის პრიორიტეტები დაასახელა

ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიზნესკომპანიების უფასო სამუშაო სივრცეებით  უზრუნველყოფა,  კონსულტაციის გაწევა  ფინანსური ანგარიშგებების,   საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე.

სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.  

ოთხწლიანი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0