ჩხრეკა „ბადაგონში“ – ფიგურირებს თუ არა საქმეში რუსეთის მოქალაქე

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანების თბილისის ქუჩებში
პოლიციის მანქანების თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბადაგონის“ მფლობელი საკუთარ კომპანიაში ჩატარებულ ჩხრეკაში საქართველოს საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ძმას, რუსეთის მოქალაქე დავით ბეჟუაშვილს ადანაშაულებს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „ბადაგონის“ ოფისში ჩხრეკას ატარებს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც კომპანიის წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას უკავშირდება, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხრეკა სასამართლოს 1 თებერვლით დათარიღებული განჩინების საფუძველზე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმის დაწყებას საფუძვლად დაედო კომპანია Grakoro trading limited-ის წარმომადგენლის განცხადება. ეს კომპანია ადრე Badagoni-ს 100%-იანი წილის მფლობელი იყო.

ამასთან, კომპანია Badagoni-ს მფლობელი გიორგი სალაყაია ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან დგას რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავა, ქართველ ბიზნესმენთან, პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან დავით ბეჟუაშვილთან დაახლოებული პირი. დავით ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

„ეს არის პირადად რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავა, ძებნილი ამ ქვეყნის მიერ აფიორებზე, აფერისტობებზე, რომელსაც უნდა, რომ, ვითომ, მასზე არ მოხდა გადაფორმება. მისგან არ მოხდა გადაფორმება. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება!“ — განაცხადა გიორგი სალაყაიამ პრესკონფერენციაზე.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
რამდენი პოლიციელი ამხილეს საქართველოში სამსახურებრივ დანაშაულში

Badagoni-ს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მომხდარს პოლიტიკას უკავშირებს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი და ზეწოლა კომპანიაზე. ეს არის ყველაზე წარმატებული კომპანია და მისი გაჩერება უნდათ. სავარაუდოდ, ბეჟუაშვილი დგას ამის უკან“, — განუცხადა ჟურნალისტებს ხატიაშვილმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლით („დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რაც შეეხება კომპანია Badagoni-ს წილებს, რეესტრის მონაცემების მიხედვით, პირველი განცხადება მათი ცვლილების შესახებ 2010 წლის 1 თებერვლით არის დათარიღებული. იმ დროისათვის 79%-ს ფლობდა Grakoro trading limited-ი, 7-7% ეკუთვნოდათ მიხეილ სვიმონიშვილს, ნატო ზაალიშვილსა და შოთა გვარაძეს, რომლებმაც საკუთარი წილები Grakoro trading limited-ის სასარგებლოდ დათმეს.

ამგვარად, 2010 წელს Grakoro trading limited-ი კომპანია Badagoni-ს ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2013 წლის ივლისში Badagoni-ის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა გიორგი სალაყაია, ხოლო 60% ისევ Grakoro trading limited-ის საკუთრებაში რჩებოდა.

2015 წლის იანვრის დასაწყისში Grakoro trading limited-ის წილი კიდევ 10%-ით შემცირდა და სალაყაია 50%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2015 წლის იანვრის ბოლოს კი სალაყაია უკვე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0