„კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

CC0 / Pixabay / eliasfalla / ამფეტამინი
ამფეტამინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული, რომელიც საკუთარ კაბინეტში დააკავეს, ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ჰყიდდა

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს-მ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით ანგარიში წარადგინა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც საკუთარ კაბინეტში დააკავეს, ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ჰყიდდა.

პოლიციამ სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა ამოიღო. გარდა ამისა, ამოღებულია დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკას" 60 აბი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1 – 5 თებერვლის ჩათვლით შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია.

სულ ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი" და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

ყველა ახალი ამბავი
0