შსს-მ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით ანგარიში წარადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ამოღებულია 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი და დიდი რაოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩვენი მთავარი მიზანია დროულად აღიკვეთოს გავრცელება, მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი, ამის შესახებ შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ.

შსს-ს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
შსს-მ გახსნილი საქმეების შესახებ ანგარიში წარადგინა

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ. ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, 2018 წლის 21 იანვარს, შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის  აეროპორტში, ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.

პატიმარი საკანში - Sputnik საქართველო
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთი წლით გადაიდო

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8 კილოგრამი ოპიუმი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, არაერთხელ მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება: 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს“, — განაცხადა დავით ლაცაბიძემ გამართულ ბრიფინგზე.


ყველა ახალი ამბავი
0