თბილისში გერმანელი კომპოზიტორების სიმფონიური ნაწარმოებები აჟღერდება

© photo: Sputnikკახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი
კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავენ პიანისტი დავით ალადაშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორების — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებები შაბათს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში აჟღერდება.

ქარვასლა - Sputnik საქართველო
მხატვრისა და მუსიკოსის აშოტ ტერ-ხალიფიანის ნამუშევრებს თბილისში გამოფენენ

სცენაზე გამოვლენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი გიორგი ჟორდანიას დირიჟორობითა და ამერიკის ყველაზე დიდი სახელოვნებო სასწავლებლის — ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, პიანისტი დავით ალადაშვილი.

კონცერტზე შესრულდება ვაგნერის ოპერის „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები" უვერტიურა და შტრაუსის სუიტა ოპერიდან „ვარდის კავალერი"; ალადაშვილი შეასრულებს ბეთჰოვენის №3 საფორტეპიანო კონცერტს.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროებსა და ონლაინ, ვებ-გვერდზე biletebi.ge.

ყველა ახალი ამბავი
0