მხატვრისა და მუსიკოსის აშოტ ტერ-ხალიფიანის ნამუშევრებს თბილისში გამოფენენ

© photo: Sputnik"ქარვასლა"
ქარვასლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე „20 წლის შემდეგ" ტერ-ხალიფიანის მიერ შექმნილი 39 ნამუშევარი გამოიფინება, რომლებიც თემატურად ორ ნაწილად იქნება დაყოფილი - „ხედი ფანჯრიდან" და „შავ-თეთრი სამყარო".

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი („ქარვასლა") ხელოვნების მოყვარულთ ეპატიჟება თბილისელი მუსიკოსისა და მხატვრის აშოტ ტერ-ხალიფიანის რეტროსპექტიული გამოფენის გახსნაზე „20 წლის შემდეგ".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის შემოქმედების — მხატვრობისა და მუსიკის შერწყმა, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენაზე 39 ნამუშევარი გამოიფინება, რომლებიც თემატურად ორ ნაწილად იქნება დაყოფილი — „ხედი ფანჯრიდან" და „შავ-თეთრი სამყარო". აშოტ ტერ-ხალიფიანმა ყველა ტილო 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნა.

ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
თბილისში მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს გამოფენენ

„სურათები ასახავს ოცი წლის შემოქმედის იმდროინდელი ცხოვრების ემოციურ მდგომარეობას. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს მხატვრის მიერვე შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია — თითოეული სურათის ინსტალაციისას გაიჟღერებს ამ კონკრეტული ნაწარმოებისადმი მიძღვნილი მუსიკალური თემა", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება აშოტ ტერ-ხალიფიანის ხელმძღვანელობით შექმნილი მუსიკალური როკ-ჯგუფ Junkybitz-ის კონცერტი.

ექსპოზიცია 5 თებერვალს, 18:00 საათზე გაიხსნება. გამოფენა 16 თებერვლამდე გაგრძელდება. მისამართი: „ქარვასლა", სიონის 8.

ტერ-ხაფინიანი — თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სახელმწიფო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი გამოფენა რუსეთსა და ევროპაში არაერთხელ გამართულა. იგი სალონ Diamond Dog-ის მფლობელი და ტატუ–მასტერია.

ყველა ახალი ამბავი
0