თბილისს თებერვალში „ზეადამიანები" გააცოცხლებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთამადა-ძველი თბილისი
თამადა-ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გალერეა „ერთის" ყველა სივრცე ათვისებული იქნება ცხრა ნაწილისგან შექმნილი ინსტალაციებით, რომლებშიც უტა ბექაიას ბავშვობის ზღაპრული პერსონაჟები გაცოცხლდებიან

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და გალერეა „ერთი" თანამედროვე ხელოვნების არტისტის უტა ბექაიას პერსონალურ გამოფენას "ზეადამიანები" უმასპინძლებს, რომელიც ხუთშაბათს, 8 თებერვალს, ERTI Gallery-ში გაიხსნება.

„ზეადამიანები" — ეს ავტორის ინტერესისა და კვლევის შედეგია ისეთ სფეროებთან, როგორიცაა ქართული მითოლოგია და საქართველოს ხალხური ეთნოსი. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, გალერეაში ყველა სივრცე ათვისებული იქნება ცხრა ნაწილისგან შექმნილი ინსტალაციებით, რომლებშიც უტა ბექაიას ბავშვობის ზღაპრული პერსონაჟები გაცოცხლდება.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიაში გამოსცემენ აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში"

„თავისი კრეატიული პროცესისადმი ერთგული, ბექაია ამჯერადაც არ ეფუძნება უშუალოდ ტექსტებს და უბრალოდ ზღაპრების ილუსტრაციებს არ ქმნის. როგორც ყოველთვის, ის მხოლოდ საკუთარ მოგონებებს იყენებს და მისი პერსონაჟები — ეს თავისებური სინთეზია ბავშვობიდან შემორჩენილი ცოდნის, ბავშვური ფანტაზიებისა და დასავლური პოპ-კულტურის იმ ელემენტების, რომლებიც მხატვარმა ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში შეიძინა და რომლებიც მისი სულისკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს", — ნათქვამია ERTI Gallery-ის განცხადებაში.

უტას განცხადებით, პროექტი „ზეადამიანები" მხატვრის არამარტო თავისებური დაბრუნებაა ბავშვობაში, არამედ მეგრული ტრადიციების, ხალხური სიმღერებისა და სხვა მშობლიური წეს-ჩვეულებების მოგონებაა.

გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება, მისამართი — ERTI Gallery — ინგოროყვას 19.

უტა ბექაია თბილისში 1974 წელს დაიბადა. ამ დროისთვის იგი ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და ფესტივალებზე, მათ შორის, ლონდონში – RichMix-ზე, სტამბულსა და კიევში ბიენალეზე, თბილისურ „არტისტერიუმზე", ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0