რამ მიიზიდა The Independent-ი უშგულში

© Sputnik / Denis Aslanovუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშგულში ასვლა უფრო მარტივი გახდა მესტიის გზის რემონტის შემდეგ

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა მაღალმთიან სოფელ უშგულს სტატია მიუძღვნა.

ზღვის დონიდან 2086-2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უშგულის თემი ევროპის ყველაზე მაღალ მუდმივად დასახლებულ პუნქტად არის აღიარებული.

„უშგულში — საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში“ — ასეთი სათაურით გამოქვეყნდა მასალა „ქვეყნის შორეული, მთიანი ჩრდილოეთის შესახებ“.

თეთნულდი - Sputnik საქართველო
სვანეთის მთები: ფოტოლენტად აკინძული გრანდიოზული სანახაობა

ავტორი ნიკ რედმეინი ამჩნევს, რომ ევროპიდან პირდაპირი რეისების წყალობით საქართველო, როგორც ახალი სამოგზაური მიმართულება, ახლა ძალიან პოპულარულია. სწორედ ამან მისცა უშგულს ახალი სიცოცხლე, თუმცაღა ეს ადგილი ბევრა მკვიდრმა დატოვა.

რედმეინი აღაფრთოვანა სვანეთის განუმეორებელმა კულტურულმა თვითმყოფადობამ. მან ასევე შენიშნა არქაული ქართული დიალექტი, რომელსაც, ქართული ენის გარდა, ადგილობრივები იყენებენ.

სტატიაში აღნიშნულია ასევე რეგიონისათვის რთული პერიოდი — 2000-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც აქ სუფევდა უკანონობა, სისხლიანი გარჩევები და ბანდიტიზმი.

„თავისი შორეული ადგილმდებარეობით კუთხეში მომწყვდეული უშგული დიდი დროის განმავლობაში იტანდა სასწაულ ვარდნას, რამდენადაც მკაცრ პირობებთან ერთად შეუძლებელი იყო დეპოპულაციის კონტროლი. მაგრამ, რამდენად საქართველომ თავი დააღწია პოსტსაბჭოთა ქაოსს, საქართველოში, მათ შორის სვანეთშიც, დაბრუნდა უსაფრთხოება“, — ამშვიდებს მკითხველებს რედმეინი.


ყველა ახალი ამბავი
0