სვანეთის უმთავრესი ღირსშესანიშაობა — ეს განუმეორებელი პეიზაჟები და სვანური კოშკებია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტად აკინძული სვანური სილამაზე
სვანეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მნახველებს წლის ნებისმიერ დროს ხიბლავს თავისი განუმეორებელი პეიზაჟებით. შესაბამისად, მნახველები არცერთ სეზონზე არ აკლია.

1/8
© Sputnik / Denis Aslanov
სვანეთის დიდებული მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე

2/8
© Sputnik / Denis Aslanov
სვანეთის მთებს პოპულარობით, ალბათ, მხოლოდ სვანური კოშკები თუ შეედრება

3/8
© photo: Sputnik
უშბა ზღვის დონიდან 4 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ალპინისტები ამბობენ, რომ უშბა ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასალაშქრი მწვერვალია კავკასიონზე.

4/8
© Sputnik / Denis Aslanov
ზემო სვანეთს ჩრდილოეთიდან და აღ მოსავლეთიდან კავკასიონის მთავარი ქედი „ერკალება“

5/8
© Sputnik / Denis Aslanov
ზემო სვანეთის კოშკები და მთები - ეს ნამდვილი საგანძურია, რომლის ნახვაც ერთ რამედ ღირს.

6/8
© Sputnik / Denis Aslanov
სვანეთი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის ნუსხაშია შესული

მთებში „ჩაძირული“ სვანური სოფელი - ხედი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან

თეთნულდი: სიმაღლე 4852 მ. პირველად ის 1930 წელს დაიპყრეს ალპინისტებმა ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.