ქართველი ოლიმპიელები ფიონგჩანგში ოლიმპიადაზე საზეიმოდ გააცილეს

© Sputnik / Levan Avlabreliოლიმიელთა გაცილება
ოლიმიელთა გაცილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ოლიმპიური ნაკრების ნახევარი უკვე სამხრეთ კორეაშია და სტარტისთვის ემზადება

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე ქართველი სპორტსმენების საზეიმო  გაცილება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ორშაბათს, 5 თებერვალს გაიმართა.

ოლიმიადაზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარადგენს — მოთხილამურეები ნინო წიკლაური და იასონ აბრამიშვილი, მოციგავე გიორგი საღოიანი და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

© Sputnik / Levan Avlabreliსეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი
Президент Национального Олимпийского комитета Грузии Лери Хабелов - Sputnik საქართველო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი

საღოიანი და ყვითელაშვილი ცერემონიას ვერ დაესწრნენ: საღოიანი უკვე ფიონგჩანგშია, სადაც საციგაო ტრასას ტესტავს, ყვითელაშვილი კი იაპონიაშია, რათა თამაშების დაწყებამდე აკლიმატიზაცია გაიაროს.

ფიონგჩანგის თამაშები აბრამიშვილისთვის მეოთხეა, ხოლო წიკლაურისთვის — მესამე.

„რა თქმა უნდა, მეოთხე ოლიმპიადა იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენი უკვე საკმაოდ გამოცდილია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სათხილამურო სპორტი ისეთი დისციპლინაა, სადაც წინასწარ რამის გათვლა რთულია. ყოველ კონკრეტულ სტარტზე უნდა განეწყო. თუ ჩვენ ძალებს რეალურად შევაფასებთ, გიგსანტურ სლალომზე 30-ეულში მოხვედრა რთული იქნება, ხოლო სლალომში, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება, პირველ ოცეულზე ბრძოლა შეიძლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სოჭში 22-ე ადგილი დავიკავე, ასეთი შედეგი სრულიად შესაძლებელია“, — განუცხადა აბრამიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ოლიმიური ნაკრების წევრი, მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი
Член грузинской олимпийской сборной горнолыжник Ясон Абрамашвили - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმიური ნაკრების წევრი, მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი

ნინო წიკლაურს, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშე იყო, ოლიმპიური ფიცის დადების პატივი ერგო.

„ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ არ დავზოგავთ ენერგიას, ძალასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაქსიმალურად მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ საქართველოს სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი. პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი თამაშების სულისკვეთებით ოლიმპიური ქარტიის წესებით და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ყველა წესის პატივისცემითა და სრული დაცვით“, — ნათქვამია ფიცის ტექსტში.

„ჩემი შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სატარტო ნომერი მექნება. თუ გამიმართლა, ბუნებრივია, შევეცდები გასული თამაშების შედეგები გავაუმჯობესო (წიკლაურმა სოჭში გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა). მაგრამ სპორტის ჩვენს სახეობაში წინასწარ ვერაფერს განსაზვღრავ“, — განუცხადა წიკლაურმა „Sputnik-საქართველოს“.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ოლიმიური ნაკრების წევრი, მოთხილამურე ნინო წიკლაური
Член грузинской олимпийской сборной горнолыжница Нино Циклаури - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმიური ნაკრების წევრი, მოთხილამურე ნინო წიკლაური

ფიონგჩანგის თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნება.

ოთხი ოლიმიური ლიცენზიის მოპოვება საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში პოზიტიურად შეფასდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ვიცე-პრეზიდენტმა და ფიონგჩანგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მამუკა ხაბარელმა.

„რა თქმა უნდა, ოთხი ლიცენზია — დამაკმაყოფილებელი შედეგია. ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის დევიზია — „უკეთ, ვიდრე გასულ თამაშებზე“. სოჭში ასევე ოთხი ლიცენზია გვქონდა, მაგრამ ახლა სპორტის ახალი სახეობა დაგვემატა — საციგაო სპორტი. ამას შეიძლება შედეგის გაუმჯობესება ვუწოდოთ“, — აღნიშნა ხაბარელმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიონგჩანგში საქართველოდან ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ მედლებზე საუბარი რთულია. მიუხედვად ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები ღირსეულ შედეგებს აჩვენებენ და ფიონგჩანგში უკეთ წარდგებიან, ვიდრე სოჭში.

ამასთან ხაბელოვმა აღნიშნა, რომ საქართველომ სპორტის ზამთრის სახეობებში სტაბილური შედეგები უნდა აჩვენოს, რადგან ქვეყანა მომავალში ევროპული ახალგაზრდული ოლიმიური ფესტივალის ჩატარებას აპირებს.

ქართული დელეგაცია ფიონგჩანგში 6 თებერვალს გაემგზავრება. ოთხი სპორტსმენის გარდა, მის შემადგენლობაში კიდევ 12 ადამიანი იქნება: მწვრთნელები, ექიმები, ფედერაციების ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები, რომლებიც განთავსდებიან როგორც ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ფიონგჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება. შეჯიბრებებზე სპორტის 15 დისციპლინაში მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.


ყველა ახალი ამბავი
0