გოგონამ ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც რუსთავში გოგონამ დაჭრა, ორი დღის წინ ოპერაცია გაუკეთეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხი.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
დანაშაული იკლებს – დანაშაული იმატებს: შსს სტატისტიკას აქვეყნებს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 22 წლის ახალგაზრდებს შორის, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს.

ინფორმაცია ახალგაზრდის დაჭრის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახურში დაადასტურეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც ისჯება 18 თვემდე გამასწორებელი სამუშაოებით, ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0