დანაშაული იკლებს – დანაშაული იმატებს: შსს სტატისტიკას აქვეყნებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, და ეს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაზრდილია, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

37 944  შემთხვევიდან გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელმა 53,2% შეადგინა. 2016 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 57,4% იყო.

გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა შემდეგ დანაშაულებზე:  

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არ მოსწონს

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 11,9%-ით;

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 148%-ით;

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 23,2%-ით;

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 8,1%-ით;

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 127,8%-ით;

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 17,5%-ით;

დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ — დანაშაულის ზრდა 20,5%-ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის კლების ტენდენცია შეიმჩნევა შემდეგ დანაშაულებზე: 

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ — კლება 19,5%-ით;

ნარკოტიკული დანაშაული — კლება 8,3%-ით;

სატრანსპორტო დანაშაული — კლება 16,4%-ით;

2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს „საქსტატს“ მიაწოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0