ყაჩაღობა ფოთში - შეიარაღებული ნიღბიანები ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ

CC BY-SA 3.0 / Tobias "ToMar" Maier / Balaclava (clothing)ნიღბიანი
ნიღბიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ყაჩაღობა მოხდა ფოთში, „ლუკოილის“ ბენზინგასამრთ სადგურზე, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა ქალაქის ცენტრში - დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს

როგორც ჟურნალისტებთან „ლუკოილის“ მენეჯერმა, უჩა ჯგუბურიამ განაცხადა, ბენზიგასამართ სადგურში დღეს დილით, სავარაუდოდ, ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

მისივე განცხადებით, დაშავებული არავინ არ არის. რაც შეეხება თანხას, ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.

როგორც  „Sputnik-საქართველოს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0