თბილისის აეროპორტში კიევი-თბილისის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიულად დაშვების გამო თვითმფრინავების მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი, რომელიც კიევი-თბილისის ავიარეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სავარაუდოდ, თვითმფრინავს ავარიული დაშვება სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობის გამო მოუწია. 

სამომსახურეო ძაღლი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ფრთხილად, ჭკვიანი ძაღლია - საქართველოს აეროპორტების ახალი თანამშრომლები

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო სამი დაუგეგმავი წრე შასრულა. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

აეროპორტში დაშვებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ავარიულად დაშვების დროს. 

აეროპორტში მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ავარიულად დაშვების გამო თვითმფრინავების მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. თვითმფრინავს დაზიანებები არ მიუღია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ამ წუთებში თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც გაირკვევა შეასრულებს თუ არა „უკრაინის ავიახაზების“ აღნიშნული ლაინერი თბილისი-კიევის რეისს.


ყველა ახალი ამბავი
0