ფრთხილად, ჭკვიანი ძაღლია - საქართველოს აეროპორტების ახალი თანამშრომლები

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaსამომსახურეო ძაღლი თბილისის აეროპორტში
სამომსახურეო ძაღლი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს აეროპორტებში შსს-ს თანამშრომლებს ძაღლები ეხმარებიან

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა, რომლებიც ქართველ პოლიციელებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში დაეხმარებიან, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ საქართველოში კინოლოგიურ პროექტ К9-ს ახორციელებს, რომელიც ნარკოტრანზიტსა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლას გულისხმობს. სამომსახურეო ძაღლები შსს-ს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დასრულების ფარგლებში გადაეცა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, რომლებმაც კინოლოგიური სასწავლო პროგრამა გაიარეს, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

სასწავლო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე ეტაპი — საქართველოში ჩატარდა. პროგრამა შსს-ს საპატრულო პოლიციის რვამ და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორმა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან, INL-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან ოპერატიული დანაყოფი შეიქმნა. დანაყოფის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობენ. ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე 10 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0