თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის სახელმწიფოს მოქალაქე დააკავეს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანასაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს, ნატქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოპერაცია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, 1973 წელს დაბადებული დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0