სააკაშვილმა საქართველოში გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

© photo: Sputnik / Evgeny Kotenko / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და დაუსწრებლად მას სამი წლით პატიმრობა მიესაჯა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამით მათთვის მანამდე მიცემული დაპირება შეასრულა, რამაც  გარდაცვლილის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს ინტერესები დააზარალა. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში - თბილისი კიევისგან ნაბიჯებს ელის

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო, საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგო და ჯანსაღ აზრს მოკლებული უწოდა.

ამჟამად სააკაშვილი კიევში „ღამის“ შინაპატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. სააკაშვილი ვალდებულია იმყოფებოდეს სახლში საღამოს 22:00 საათიდან მეორე დღის დილის 7:00 საათმდე.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის გუნდმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვისგან 500 000 აშშ დოლარი მიიღო კიევში საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომლებიც, პროკურატურის თქმით, „სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“ ემსახურება. 

სააკაშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა უწოდა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ახალი მიტინგები დააანონსა.


ყველა ახალი ამბავი
0