სააკაშვილი გიულენისა და ასანჟის კომპანიაში - ჟურნალ Тime-ის სია

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალ Тime-მა დაასახელა 2018 წლის ყველაზე ძებნადი „გეოპოლიტიკური გაქცეული პირები“ დაასახელა

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალ Тime-ის ვერსიით ხუთი ყველაზე ძებნადი „გეოპოლიტიკური გაქცეული პირის“ სიაში მოხვდა.

ამ სიაში ასევე აღმოჩნდნენ კატალონიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი კარლეს პუჩდემონი, თურქი საზოგადო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი, პორტალ WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი და კოსოვოს ყოფილი ლიდერი რამუშ ხარადინაი.

ამ სიაში სააკაშვილი იმ სისხლის სამართლის საქმეების გამო აღმოჩნდა, რომლებიც მის წინააღმდეგ საქართველოშია აღძრული, და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა საქართველოში გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამით მათთვის მანამდე მიცემული დაპირება შეასრულა, რამაც  გარდაცვლილის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს ინტერესები დააზარალა. 

ამჟამად სააკაშვილი კიევში „ღამის“ შინაპატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის გუნდმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვისგან 500 000 აშშ დოლარი მიიღო კიევში საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომლებიც, პროკურატურის თქმით, „სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“ ემსახურება.

საქართველომ უკრაინას მისი ექსტრადირების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. დღეისათვის მას არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეობა არ გააჩნია.


ყველა ახალი ამბავი
0