თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსული თვითმფრინავი Су-25 იდლიბში დეესკალაციის ზონის შემოფრენისას ჩამოაგდეს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„დეესკალაციის ზონა „იდლიბის“ შემოფრენის შესრულებისას რუსულმა თვითმფრინავმა Су-25 ავიაკატასტროფა განიცადა“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ მფრინავმა გადასცა ინფორმაცია კატაპულტირების შესახებ რაიონში, რომელსაც „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ბოევიკები აკონტროლებენ.
„მფრინავი ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა“, — იუწყებიან სამინისტროში.
მიმდინარეობს რუსი მფრინავის ცხედრის დაბრუნების ღონისძიებები.