პუტინს სირიიდან რუსული სამხედროები გაჰყავს: ბრძანება ხელმოწერილია

© photo: Sputnik / Dimitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სამხედრო ავიაბაზა ჰმეიმი
რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ჰმეიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსი ჯარისკაცები სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან და მადლობას უხდის მათ სამსახურისთვის

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დღეს დილით სირიაში ჰმეიმის რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია, გასცა ბრძანება, დაიწყოს ქვეყნიდან რუსული არმიის დანაყოფების გაყვანის მზადება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვუბრძანებ, დაიწყონ რუსული სამხედრო დანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაყვანა“, — განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ბრწყინვალედ შეასრულეს ამოცანა, გამოიჩინეს სიმამაცე, გმირობა და სიმტკიცე და ახლობლებს გამარჯვებულები უბრუნდებიან.

„სამშობლო გელით, მეგობრებო. კეთილი მგზავრობა. მადლობას გიხდით სამსახურისთვის“, — მიმართა ჯარისკაცებს რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტები კვლავ წამოყოფენ თავს, რუსეთი ისეთ დარტყმას მიაყენებს მათ, როგორიც ჯერ არ უნახავთ.

ჰმეიმის ბაზაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სირიაში რუსული დანაყოფების სარდალი სერგეი სუროვიკინი დახვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0