ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიფიგურული სრიალი
ფიგურული სრიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირ „მენტორ ტორუნ 2018"-ში   საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პირველი ადგილიუ დაიკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ტურნირი პოლონეთის ქალაქ ტორუნში 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
გიორგობიანი: ქართველმა მოციგურავეებმა 20 ტურნირში იასპარეზეს და 24 მედალი მოიპოვეს

ქართველ მოციგურავეთა წყვილმა უკრაინელ მეტოქეებს 2.1 ქულით გაასწრეს.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, „მენტორ ტორუნ 2018-ში" ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავემ მიიღო მონაწილეობა.

2017 წლის ბოლოს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანა. 4-6 დეკემბერს ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 7-10 დეკემბერს გამართული „სანტა კლაუსის" თასის მე-11 საეთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს და საქართველოში ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.

5-10 მარტს  ქართველი წყვილი იუნიორთა შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიამრთება.


ყველა ახალი ამბავი
0