გიორგობიანი: ქართველმა მოციგურავეებმა 20 ტურნირში იასპარეზეს და 24 მედალი მოიპოვეს
„2017 წელი ჩვენი ფედერაციისთვის იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან წარმატებული. ძალიან ბევრ ტურნირში მიიღეს სპორტსმენებმა მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც“, — განაცხადა გიორგობიანმა.
მარიამ გიორგობიანის განცხადებით ქართველმა მოციგურავეებმა 20 ტურნირში იასპარეზეს და აქედან 24 მედალი მოიპოვეს. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვა გახდა, რომელიც საქართველოს მორის ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით მოუტანა.