თავდაცვის სამინისტრო აქტიურ რეზერვში 260 ადამიანის გამოძახებას აპირებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამერიკელი სამხედროები საქართველოში წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი"
ამერიკელი სამხედროები საქართველოში წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს კანონში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კანონში „სამხედრო ძალების რეზერვის შესახებ" შესწორებების დამტკიცების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სარეზერვო სამსახურში 260 ადამიანის გამოძახებას გეგმავს, განაცხადა მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს 29 იანვარს წარუდგინა. შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ორი ტიპის სარეზერვო სამსახური ეყოლება — აქტიური და სამობილიზაციო. რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. პარლამენტმა შესწორებები სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

სამხედრო წვრთნა - Sputnik საქართველო
საქართველოში სამხედრო სარეზერვო სისტემა იცვლება

გელაშვილის განცხადებით, თუ კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, სამინისტრო უკვე მზადაა, ეს პროცესი აგვისტოში დაიწყოს. ამ შემთხვევაში საკითხი აქტიურ რეზერვს ეხება. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 260 ადამიანის მიღებას ფიქრობენ.

კიდევ ერთი სიახლეა გაწვევის ელექტრონული სისტემა, რომელიც, თავდაცვის სამინისტროს გეგმების თანახმად, 2020 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. გელაშვილის განცხადებით, ამ სისტემის წყალობით წვევამდელის გაწვევა მოხდება არა ქაოტურად, არამედ განათლების, ადგილსამყოფელის, სპეციალიზაციის, გამოცდილებისა და ასაკის გათვალისწინებით.

დოკუმენტის თანახმად, აქტიურ რეზერვში ნებაყოფლობით ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები. თავდაცვის სამინისტრო მათთან დადებს ხუთწლიან კონტრაქტს და გადაუხდის ხელფასს.

აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტთა რეზერვისგან.

რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, მისი გავლა იქნება სავალდებულო, მიზანი კი — შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

 

ყველა ახალი ამბავი
0