საქართველოში სამხედრო სარეზერვო სისტემა იცვლება

© Sputnik / Denis Aslanovსამხედრო წვრთნა
სამხედრო წვრთნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი სარეზერვო სისტემა შიმუშავა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების ტოტალურ თავდაცვაში მონაწილეობას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ქვეყნის ხელისუფლება რამდენი წელი მუშაობდა. 

Javelin- სისტემის რაკეტის გაშვება წვრთნების დროს - Sputnik საქართველო
ამერიკული Javelin-ის სარაკეტო კომპლექსები უკვე საქართველოშია

„უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას საჭიროებს. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც შემუშავდა, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ახალი კონცეფციის თანახმად, იქნება აქტიური რეზერვის სამი სახეობა – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი.

„ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება, იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან ასევე ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0