სამართალდამცველების დარღვევებს ახალი უწყება გააკონტროლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამუშავდება

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2019 წლის იანვრიდან საქართველოში ახალი საგამოძიებო ორგანო ამუშავდება, რომელიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, განუცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს.

საუბარია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, ასევე ძალადობის მუქარაზე. შეთანხმებას ახალი საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე მიაღწიეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ინციდენტი მეტროში: შსს საკუთარ ვერსიას ავრცელებს

წამება, არაადამიანური მოპყრობა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ყველა მსგავს დანაშაულს დამოუკიდებელი საგამოძიებო ქვედანაყოფი გამოიძიებს, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შეიქმნება. სხვა საგამოძიებო ქვედანაყოფებისგან განსხვავებით, ამ საგამოძიებო ქვედანაყოფს დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა ექნება, შესაბამისად, მას აქვს ყველა საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც სხვა საგამოძიებო ქვედანაყოფებს აქვს, განაცხადა შოთაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალ საგამოძიებო ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეწოდება. ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში წულუკიანმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უკვე დაასრულა მუშაობა ახალი საგამოძიებო ორგანოს პროექტზე და მთავრობას შესაბამის კანონპროექტს განსახილველად მალე წარუდგენს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება ექნება. პირველი, ის გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემის და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, ასევე დანაშაულებს, რომელიც სრულდება ან შეიძლება დასრულდეს მოქალაქის მოკვდინებით სამართალდამცველი ხელისუფლების ხელში", — განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის შემადგენლობაში შევა, რომელსაც თამარ ქალდანი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ქართული მასმედიის ინფორმაციით, მას საქართველოს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შსს-ს სისტემური რეფორმირების პროცესი - შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

როგორც ქალდანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი უწყება აქტიურად ჩაერთვება განხილვებს იმ გამოცდილებით, რომელიც მათ აქვთ. პირველი — ესაა მეთვალყურეობის გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებზე პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მეორე — პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და დღეს ეს ინსტიტუტი აღიარებულია ინსტიტუტად, რომელიც სწორად, ეფექტურად, სწრაფად ფუნქციონირებს და რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეფუძნება.

სამსახურის შექმნას დადებითად აფასებს შს მინისტრი გიორგი გახარია.

„ეს იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. თუმცა, მე აღვნიშნე შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ სამართალდამცველს უნდა ჰქონდეს მსგავსი ინსტრუმენტის ობიექტურობის რწმენა, რამეთუ ეს არის ბალანსის საკითხი", — განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, 2017 წლის ნოემბერში, როდესაც პარლამენტი ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადებოდა, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაუქმებისა და უწყების მინისტრის, კახა კახიშვილის ახალ საგამოძიებო ორგანოში გადასვლის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0