შსს-ს სისტემური რეფორმირების პროცესი - შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.

პრეზენტაცია შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

„პირველი ნაბიჯი გადავდგით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება", — განაცხადა გახარიამ.

დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0